David kirvalidze biography

დავით კირვალიძე

დავით კირვალიძე (დ. 28 ივნისი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი2000–2004 და 2012–2013 წლებში, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 2017–2022 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში; 2014 წლიდან ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.[1]

განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით კირვალიძემ 1984 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა.

Pablo de la flor belaunde biography

არის ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის მაგისტრი. 1990-1993 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტსა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც 1993 წელს წარმატებით დაიცვა თბილისში.[2]

კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით კირვალიძემ სამუშაო კარიერა აკადემიური სფეროდან დაიწყო. კითხულობდა ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და საქართველოს გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და აგრობიზნესის ინსტიტუტში.

საქართველოს გარდა, მან მნიშვნელოვანი სამეცნიერო, ექსპერტული და კვლევითი სამუშაოები ჩაატარა მრავალ ქვეყანაში. მათ შორის, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ზიმბაბვეში, რუანდაში, ეთიოპიაში, ნიდერლანდების სამეფოში, ირლანდიასა და შეერთებულ შტატებში.

მას ასევე აქვს ფერმერის პრაქტიკული გამოცდილება.[3]

აქტიური სამეწარმეო და აკადემიური საქმიანობის შემდეგ, 1999 წელს არჩეული იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტში. იყო პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.[4]

საკანონმდებლო ხელისუფლებაში წარმატებული საქმიანობის შემდეგ, 2000 წელს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად.

აღნიშნული პოსტი მას 4 წელი — 2004 წლამდე ეკავა.[2]

2005 წლიდან დავით კირვალიძე სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ). 2006 წლის ივნისიდან კი გახდა ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი.[2]

2012–2013 წლებში იგი მეორეჯერ დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად.[5] ხოლო 2017 წლიდან[6]2022 წლამდე იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში.

2014 წლიდან დღემდე დავით კირვალიძე არის ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრიც.[3]

დავით კირვალიძეს ჰყავს მეუღლე — ნინო ხმალაძე და სამი შვილი — ანა, რეზი და ელენე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]